გ ა კ ვ ე თ ი ლ ი ს გ ე გ მ ა
სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის
სოფელ ფერსის საჯარო სკოლა.
საგანი: ისტორია.
მასწავლებელი: გიორგი ტაბატაძე.
სწავლების საფეხური: საბაზო.
კლასი: მე-9
ჩატარების ადგილი, თარიღი:
მოსწავლეთა რაოდენობა: 10
გაკვეთილის თემა: ვახტანგ VI. ქართლი XVIII საუკუნის I მეოთხედში.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა გაკვეთილის ბოლოს უნდა შეძლონ ქვეყნის ინტერესების,
ტრადიციების და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება. მოსწავლეები შეძლებენ პიროვნების როლის განსაზღვრას სახელწიფო მართველობაში,
შეძლებენ გაანალიზონ საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა XVIII საუკუნის I მეოთხედში ქართლის სამეფოს განვითარებაზე.
წინარე ცოდნა: მოსწავლეებს შესწავლილი აქვთ XVI-XVII საუკუნის
ეპოქა. იცნობენ საქართველოს საშინაო და საგარეო ვითარებას აღნიშნულ ეპოქაში.
ე. ს. გ. ისტ.
IX.5. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საგარეო
და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.
შეფასების კრიტერიუმები: ( იხ. დანართი N
1, 2, 3 )
საორგანიზაციო საკითხი-1 წთ.
მოსწავლეების სხედან
ჯგუფებად საკუთარი ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებით.
|
N
|
აქტივობა
|
მეთოდი
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
რესურსი
|
დრო
|
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგები
|
|
1
|
გონებრივი იერიშის გამოყენებით დავსვავ შეკითხვებს:
1.როგორი
იყო საქართველოს მდგომარეობა (XVI-XVII ს.ს.) ოსმალთა და ყიზილმაშთა ბატონობის
პერიოდში ქართლში?
2.როგორი
იყო საქართველოს მდგომარეობა (XVI-XVII ს.ს.) ოსმალთა და ყიზილმაშთა ბატონობის
პერიოდში კახეთში?
3.შეადარეთ
ერთმანეთს ქართლისა და კახეთის მდგომარეობა.
მასწავლებელი მსწავლეებს გამოკითხავს წინარე
მასალას, გააქტიურებს მათ ცოდნას XVII ს-ის საქართველოს ვითარების შესახებ,
და განაწყობს მოსწავლეებს ახალი მასალის მოსასმენად.
|
გონებრივი იერიში
|
მთელი კლასი.
|
მე-9 კლასის ისტორიის
სახელმძღვანელო.
|
5 წთ.
|
მასწავლებელი მოსწავლეებს გამოკითხავს წინარე
მასალას, გააქტიურებს მათ ცოდნას XVII ს-ის საქართველოს ვითარების შესახებ..
|
|
2
|
- ტექსტზე და წყაროზე მუშაობა
1 ჯგუფი მუშაობს ტექსტზე და წყაროზე (წყარო 2) -ვახტანგ VI
მოღვაწეობის შესახებ (რა მნიშვნელობა ჰქონდა ვახტანგ VI -ისა და მისი დასის კულტურულ
მოღვაწეობას? წერილობით წერილობით ჩამოაყალიბეთ
ასევე პასუხები - სულხან-საბა და მისი თანამოაზრეები რაში ხედავენ საქართველოს პოლიტიკურ
მომავალს: „არის თუ არა ეს საფრანგეთი?“
2 ჯგუფი - წყარო 1. და ტექსტი. რუსეთის ინტერესები ქართლისადმი „პეტრე I და რუსეთ-საქართველოს 1722 წლის კამპანიის მარცხი,„ვახტანგ VI, როგორც მეცნიერი და სჯულმდებელი“, ისაუბრეთ ,,ოსმალობა“ და ,,ყიზილბაშობის“ შესახებ, გაიხსენეთ განვლილი მასალა და იმსჯელეთ ქართველი მეომრის ძალის მნიშვნელობაზე ირანიის არმიისთვის.
თქვენი აზრით რატომ ამჟღავნებს რუსი ავტორი ქართულ
ჯართან რუსული სამხედრო ესკადრონების გაერთიანების სურვილს?
|
ჯგუფური სამუშაო
|
კლასი გაყოფილია
2 ჯგუფად
|
მე-9 კლასის სახელძღვანელო,
რუკა, ინტერნეტში ჩართული პორტაბელური კომპიუტერი, კალმები, თაბახის ფურცლები, მარკერი.
|
15 წთ
|
ჯგუფები (1-ელი
და მე-2 ჯგუფი) მოიძიებენ და დაამუშავებენ მასალებს, მოემზადებიან პრეზენტაციისთვის.
|
|
3
|
პრეზენტაცია
|
პრეზენტაცია
|
1-ელი და მე-2 ჯგუფების
პრეზენტატორები
|
პორტაბელური კომპიუტერი,
პროექტორი, ფილჩარტების დაფა, ფილჩარტი, მარკერი.
|
10 წუთი
|
ჯგუფები წარმოადგენენ
დამუშავებული ტექსტისა და კითხვების საფუძველზე პრეზენტაციას PowerPoint-ში.
|
|
4
|
დისკუსია
სადისკუსიო თემა
: „მიზანშეწოლილად მიგაჩნიათ თუ არა ვახტანგ VI -ის პოლიტიკა რუსეთისადმი? და
თქვენის აზრით რა შედეგებით შეიძლება დასრულებულიყო მისი გეგმა რომ განხორციელებულიყო?“და
რა შედეგით ასრულდა იგი.
|
დისკუსია
|
მთელი კლასი, ინდივიდუალური.
|
მე-9 კლასის სახელმძღვანელო,
პოლიტიკური რუკა
|
აქტივობა10 წთ
|
მოსწავლეებს განუვითარდებათ:
არგუმენტირებული მსჯელობის უნარი, ლაკონური მეტყველების უნარი, შეძლებენ მირებული
ცოდნა დაუკავშირონ არსებულ რეალობას, განუვითარდებათ ურთიერთთანამშრომლობის უნარი.
|
|
5
|
საშინაო დავალება: მოიძიონ ვახტაგნ VI-ის შესახებ
დამატებითი ინფორმაცია ( მისი როგორც მეფე პოეტის, მეცნიერის, სჯულმდებელის)
შესახებ.
|
|
მთელი კლასი
|
მე-9 კლასის სახელმძღვანელო,
პოლიტიკური რუკა, ინტერნეტიში ჩართული კომპიუტრი,
|
8 წთ
|
მოსწავლეებს განუვითარდებათ:
არგუმენტირებული მსჯელობის უნარი, ლაკონური მეტყველების უნარი, შეძლებენ მირებული
ცოდნა დაუკავშირონ არსებულ რეალობას, განუვითარდებათ წერითი უნარები, პრეზენტაციის
მომზადების უნარი, შეუძლებენ გაანალიზონ საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს
წარმოშობასა და განვითარებაზე.
|
|
6
|
მოსწავლეთა
შეფასება
|
შეფასების რუბრიკები
(ჯგუფური შეფასების რუბრიკა, თვითშეფასების სქემა, დისკუსიის შეფასების რუბრიკა)
|
მთელი კლასი
|
ჯგუფური შეფასების
რუბრიკა, თვითშეფასების სქემა, დისკუსიის შეფასების რუბრიკა
|
4 წუთი
|
მოსწავლლები მიიღებენ
შეფასებას როგორც განმავითარებელს ასევე განმსაზღვრელს.
|
გაკვეთილის ბოლოს
მისაღწევი შედეგები: მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს
წარმოშობასა და განვითარებაზე.
დანართი N1
ჯგუფის მუშაობის შეფასების რუბრიკა
|
კრიტერიუმები
|
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია
|
ჯგუფის მუშაობა დამაკმაკოფილებელია
|
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
|
|
ჯგუფის
წევრების ჩართულობა მუშაობაში
|
ყველა
წევრი არ არის ჩართული
|
უმრავლესობა
ჩართულია
|
ყველა
ჩართულია
|
|
ურთიერთმოსმენისა
და აზრის გაზიარების უნარი
|
კამათობენ,არ
უსმენენ ერთმანეთს და არის ხმაური, არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
ხმაურობენ,
ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
უსმენენ
ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
|
ინსტრუქციის
მიხედვით მუშაობა
|
ზუსტად
ვერ მიყვებიან ინსტრუქციას
|
ნაწილობრივ
მოყვებიან ინსტრუქციას
|
მუშაობენ
ინსტრუქციის მიხედვით
|
|
დროის
ლიმიტის დაცვა
|
ვერ
ეტევიან განსაზღვრულ დროში
|
უმნიშვნელოდ
გააცდინეს დრო
|
დაიცვეს
დროის ლიმიტი
|
|
ლიდერის
როლი
|
ლიდერი
ვერ მართავს ჯგუფის მუშაობას
|
ლიდერი
ზოგჯერ ახერხებს მუშაობის წარმართვას
|
ლიდერი
ეფექტურად მართავს ჯგუფის მუშაობას
|
დანართი 2
ჯგუფის თითოეული წევრის თვითშეფასების სქემა
|
იყავი თუ
არა მზად ჯგუფში მუშობისთვის?
|
|
|
რამდენად
დროულად და კარგად შეასრულე შენზე დაკისრებული მოვალეობა?
|
|
|
რა
გააკეთე ან რა თქვი ისეთი,რაც შენს ჯგუფს დაეხმარა სამუშაოს შესრულებაში?
|
|
|
რას
გააკეთებდი შემდეგ ჯერზე ჯგუფის უფრო ეფექტური მუშაობისათვის?
|
|
|
ხარ თუ
არა კმაყოფილი?რა ისწავლე ჯგუფის წევრებისაგან?
რას
გრძნობ სამუშაოს დასრულების შემდეგ?
|
|
No comments:
Post a Comment